დახურვა
სტილი
10.03.2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა, „ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა დარჩეს გამოუყენებელი, რომელსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს. აღნიშნული ვაქცინის დოზები ქვეყანამ დონაციის გზით მიიღო.

"ფაიზერის" 350-400 ათასამდე დოზას მარტის ბოლომდე აქვს ვადა. სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთილი აქვს „ფაიზერის“ ახალი დოზები, რომელსაც ქვეყანა მარტის ბოლომდე მიიღებს. ვფიქრობთ, უწყვეტად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი აპრილ-მაისშიც.

სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა გვაქვს და მოთხოვნა ასეა დაცემული. თუ ამ ტემპით წავიდა აცრები, არის რისკი რომ აუთვისებელი დარჩეს. მოგეხსენებათ, ჩვენ „ფაიზერის“ 2 მლნ დოზა გვქონდა ქვეყანაში, აქედან მილიონი სახელმწიფომ იყიდა, დანარჩენი კი დონაციის გზით არის შემოსული. ამოწურულია ის, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით ვიყიდეთ. ახლა დონაციის გზით მიღებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ნაჩუქარია მაინც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ვაქცინა გვაქვს მაღალი დაცვით და მოსახლეობის აქტივობა დაბალია.

ასევე, გვაქვს „სინოფარმი“ და „სინოვაკიც“. იანვარში სერიოზული კვლევა გამოქვეყნდა „სინოფარმზე“, საკმაოდ კარგი მონაცემებია „ომიკრონის“ მიმართ დამცველობაზე, განსაკუთრებით „ბუსტერის“ შემდეგ“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მის განცხადებას, სოციალურ ქსელში კომენტარების კორიანტელი მოჰყვა:

„მოდით, ამ კაცს უშველეთ რაა, სამკურნალოა და თანაც სერიოზული, იქნებ თავისმა ვაქცინებმა უშველოს, და ჩვენც დავისვენებთ“

„დადექით და გაიკეთეტ მრავალი დოზა სამივემ იქნებ გადარჩეთ და არ დაიხოცოთ“

„მაგ 400000 დოზა დამარჭობია შენთვის. გამოშტერებული, ქვეყანა თავზე დაგვემხო, რა დროს დოზაზე წუხილია“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×