დახურვა
სტილი
10.03.2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მოქალაქეებს უკრაინელების დასახმარებლად სისხლის გაღება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებიდან 14 დღის შემდეგ შეუძლიათ.

„კორონავირუსის გადატანიდან 14 დღის შემდეგ შესაძლებელია სისხლის დონაციის განხორციელება. აქ არაფერი პრობლემა არ არის. ამასთან, თუ კოვიდი მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომები არ არის ბოლო 3-4 დღის განმავლობაში, შეიძლება დადასტურებიდან 14-20 დღის შემდეგ გაკეთდეს დონაცია“,- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 05 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე donor.moh.gov.ge. სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ქვეყნის მასშტაბით, უახლოეს სისხლის ამღებ პუნქტში (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) მოიწვევს.

უწყების ცნობით, მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით, უკრაინაში გაიგზავნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×