დახურვა
სტილი
11.03.2022

რუსულმა ძალებმა მარიუპოლში სამშობიარო დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი ბავშვია. დაჭრილთა შორის კი სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები, ქალები და ბავშვები არიან. შემთხვევის ამსახველი ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უამრავი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ორსულ გოგონას, რომელმაც დანგრეულ სამშობიაროს თავი დააღწია, ქალიშვილი შეეძინა. ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი წერს:

"მარიანა - გოგონა რუსების მიერ დაბომბილი მარიუპოლის სამშობიაროდან, რომლის ფოტოებმაც მთელი მსოფლიო მოიარა. წუხელ მან ქალიშვილი შეეძინა. ჟურნალისტის ოლგა ტოკარუკის Twitter-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დედა-შვილი კარგად არიან, თუმცა ისინი მარიუპოლში სახლში გათბობის გარეშე, უწყვეტი დაბომბვის ქვეშ აგრძელებს ყოფნას."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×