დახურვა
სტილი
12.03.2022

დღეს და უახლოესი სამი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ თოვა და ცივი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით. ტემპერატურა ღამით -7 გრადუსამდე დაიკლებს, დღე კი მხოლოდ +6 იქნება.

მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია ძლიერი ყინვა, ტემპერატურა -16 გრადუსამდე დაეცემა.

თოვლი და ზოგჯერ თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი უახლოესი 3 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოშიც. ღამით ყინვები დღე კი ჰაერი მხოლოდ +8 გრადუსამდე გათბება. დასავლეთის მაღალმთიანეთში თოვლთან ერთად მოსალოდნელია ქარბუქიც.

ძლიერი ქარი ქრის დღეს დედაქალაქშიც. 12 მარტი უნალექოდ, ცვალებადი მოღრუბლულობით ჩაივლის, ჰაერი მხოლოდ +3 გრადუსამდე გათბება. უახლოესი 3 დღის განმავლობაში თბილისში ღამით ყინვებია მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ს თანახმად დედაქალაქში 15 მარტის ჩათვლით კვლავ თოვლი და თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.

ნალექიანი ამინდი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი გრძელვადიანი პროგნოზითაც მარტის მეორე ნახევარში.

"რუსთავი 2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×