დახურვა
სტილი
14.03.2022

ამ კვირის განმავლობაში ცივი ამინდი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნარჩუნდება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განგვიცხადა:

- ამ კვირის განმავლობაში სინოპტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება. როგორც გასულ დღეებში, არქტიკული ცივი ჰაერის მასები ნარჩუნდება. სამხრეთიდან შედარებით თბილი და ცივი ჰაერის მასების ურთიერთქმედება ხელს უწყობს ნალექებს დროგამოშვებით, უმეტეს რაიონებში, თოვლის სახით. 14 მარტიდან შეიმჩნევა, რომ სამხრეთიდან ცივი ჰაერის მასები ტრანსფორმირდება და ამიტომ, ღამით ყინვები ცოტა შერბილდება. თუმცა, დღის განმავლობაში, ტემპერატურის მნიშვნელოვნად მომატება

არ არის მოსალოდნელი.

16 მარტის ჩათვლით, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში ღამის საათებში დაახლოებით 0, +1 გრადუსს შორის მერყეობს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 4-დან 6 გრადუსამდეა ნავარაუდევი. მთიან რაიონებში დღის მაქსიმალურ და ღამის მინიმალურ ტემპერატურას შორის 1-2 გრადუსით შეიძლება იყოს განსხვავება. მთებში -3, -1 და დღისით 1-დან +3 გრადუს სითბომდეა ნავარაუდევი. 17 მარტს ღამით, შესაძლებელია რომ ყინვა ცოტა გაძლიერდეს, თუმცა არა ძალიან დიდი სხვაობით, რაზეც სხვადასხვა საიტი წერს. მაგალითად, კახეთში, საგარეჯოში ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდა, თელავში -6. ასეთი ტემპერატურა შესაძლებელია 17 მარტსაც დაფიქსირდეს, მაგრამ არა -19. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ დღის პირველ ნახევრამდე უმეტეს რაიონში ითოვებს, შემდეგ დასავლეთის მიმართულების ქარი ოდნავ ძლიერდება. ის

ხელს შეუწყობს თოვლის შეწყვეტას, რაც 16 მარტამდე შენარჩუნდება. დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ და ზეგ +4, +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით ყინვა შერბილდება და დაახლოებით -1, -3 გრადუსს შორის იქნება. 17 მარტს კი ღამის საათებში, როგორც გითხარით, შესაძლებელია ყინვა მცირედით გაძლიერდეს. ამ საღამოს, დედაქალაქში დაახლოებით 0 გრადუსი იქნება ღამის მინიმალური ტემპერატურა და დღისით 3-4 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×