დახურვა
სტილი
15.03.2022

"მო­სახ­ლე­ო­ბას აინ­ტე­რე­სებს, დამ­თავ­რდა პან­დე­მია თუ არა. ღმერ­თმა ქნას, დამ­თავ­რდეს, მაგ­რამ ჯერ ამი­სი გა­რან­ტი­ე­ბი არ გვაქვს, იმი­ტომ, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა თა­ვი­სი გა­ნახ­ლე­ბის უნა­რი უკვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ავ­ლი­ნა", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის - "დელ­ტა­მიკ­რო­ნით" ინ­ფი­ცი­რე­ბის, სულ მცი­რე, 17 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი შტა­მი "დელ­ტას" და "ომიკ­რონს" აერ­თი­ა­ნებს და შე­საძ­ლოა, მას "ომიკ­რო­ნის" გავ­რცე­ლე­ბის უნა­რი და "დელ­ტას" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მე ჰქონ­დეს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში "ომიკ­რო­ნის" ტალ­ღა მი­დის დაღ­მა­ვა­ლი გზით. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნამ­დვი­ლად ყო­ველდღე მცირ­დე­ბა. ნუ მოგ­ვა­ტყუ­ებს, რომ დღეს ორ­შა­ბა­თია და 500-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა იყო. ეს ასე არ იქ­ნე­ბა, სა­დღაც 1 000 შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა. გუ­შინ კვი­რა იყო და ამი­ტომ გა­მოკ­ვლე­ვე­ბი იყო მცი­რე, მაგ­რამ მა­ინც მცირ­დე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ მე­კი­თხე­ბი­ან ხში­რად, მო­სახ­ლე­ო­ბას აინ­ტე­რე­სებს, დამ­თავ­რდა პან­დე­მია თუ არა? ღმერ­თმა ქნას, დამ­თავ­რდეს, მაგ­რამ ჯერ ამი­სი გა­რან­ტი­ე­ბი არ გვაქვს, იმი­ტომ, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა უკვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი უნა­რი გა­ნახ­ლე­ბის და ახა­ლი შტა­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბის.

ახ­ლაც რიგ­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ახა­ლი შტა­მი და რომ ეს ახა­ლი შტა­მი მათ და­ა­ფიქ­სი­რეს, სულ ცოტა, 17 ავად­მყოფ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­პა­ში. მათ­გან 3 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და საფ­რან­გეთ­ში. ეს შტა­მი არის ერ­თგვა­რი ჰიბ­რი­დი უკვე და­ვი­წყე­ბუ­ლი "დელ­ტა­სი" და "ომიკ­რო­ნის" და პი­რო­ბი­თად მას და­არ­ქვეს "დელ­ტა­მიკ­რო­ნი". ოღონდ ეს პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლია და რამ­დე­ნა­დაც ჯერ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ, თუ რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბი იქ­ნე­ბა ეს შტა­მი, რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს, რო­გორც "ომიკ­რო­ნი" ან რამ­დე­ნად მძი­მე ან მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის იქ­ნე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×