დახურვა
სტილი
17.03.2022

ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იმყოფება, სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

დომენიკ მანგო აღნიშნავს, რომ საჭიროა ავტობუსები, რომლებითაც უკრაინიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანას შეძლებენ.

მისი თქმით, ეს საშიში არ არის, რადგან საევაკუაციო ტრანსპორტი უკრაინაში არ შევა და ბავშვებსა და ქალებს საზღვარზე დაახვედრებენ:

“როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ვერ გამოიძებნა ვინმე მდიდარი ადამიანი, რომელსაც სინდისი აწუხებს მაშინ, როდესაც ათასობით დაბომბილი ბავშვის შესახებ ესმის ინფორმაცია?

თქვენ შეგიძლიათ ერთი მარტივი გადაწყვეტილებით და თქვენი ფულის 0.01%-ით მოაყენოთ აქ ავტობუსები და ეს ხალხი გადაარჩინოთ. უკვე 3 დღე და ღამეა ვიხვეწები ავტობუსებს, რომ გავიყვანოთ ხალხი. ნუ გეშინიათ, არაფერი მოგივათ, უკრაინაში არც კი შემოგიყვანთ. გამოვიყვანთ ამ ქალებს და ბავშვებს, საზღვარზე დაგხვდებათ.

შეწუხებული ვარ ამ გულგრილობით – რად გინდა ფული, თუ მის სანაცვლოდ ადამიანობა დაკარგე?!

გავასაიდუმლოებ! თუ მადლობა გინდა საჯაროდ, წლების მანძილზე გადაგიხდი მადლობას, ოღონდ ვინმე მდიდარმა (რომლებიც უხვად კითხულობთ ჩემს გვერდს) ისურვეთ და გაიყვანეთ ბავშვები და ქალები აქედან! ბარტერი გინდა? თანახმა ვარ, ასიათასობით ადამიანს ვაჩვენებ, რომ სიკეთე გააკეთე. ფარულად გინდა? ვფიცავ, ვერავინ გაიგებს შენ შესახებ, ოღონდ გააკეთე!

გუშინ 1 500 ქალი და ბავშვი დაბომბეს თავშესაფარში – გახსოვდეს ეს. ეს არის ჩემი ვოთსაფის ნომერი: ‪+48 694 812 741‬”, – წერს დომენიკ მანგო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×