დახურვა
სტილი
18.03.2022

მოს­კოვ­ში, ლუ­ჟ­ნი­კის მო­ე­დან­ზე ყი­რი­მის ანექ­სი­ის დღე აღ­ნიშ­ნეს და გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია-კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა. სი­ტყვით გა­მო­ვიდ­ნენ ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და მათ შო­რის, ტე­ლე­სა­ხე, თინა კან­დე­ლა­კი.

"მე თინა კან­დე­ლა­კი ვარ, და­ვი­ბა­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1995 წლი­დან ავირ­ჩიე რუ­სე­თი და მას შემ­დეგ ჩემი სამ­შობ­ლო რუ­სე­თია, ჩემი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოც არის. ჩვენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ენა­ზე ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ ვცხოვ­რობთ რუ­სეთ­ში, გვა­ერ­თი­ა­ნებ­და ის, რომ რუ­სეთ­მა მიგ­ვი­ღო, ვუყ­ვარ­ვართ და მოგ­ვცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ვაღ­წი­ოთ მი­ზანს და არას­დროს გვიკ­რძა­ლავ­და, არ დევ­ნი­და ჩვენს კულ­ტუ­რას.

უცხო­ეთ­ში რომ იგე­ბენ ჩვენ რუ­სუ­ლად სა­უ­ბარს, გვე­კი­თხე­ბი­ან რუ­სე­ბი ხართ? ამა­ყად ვპა­სუ­ხობთ, რომ რუ­სე­ბი ვართ. მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­და­წყვი­ტა წაგ­ვშა­ლონ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან და გაგ­ვა­უქ­მონ, იმი­ტომ რომ რუ­სუ­ლად ვლა­პა­რა­კობთ.

მა­შინ ამ ლო­გი­კით გა­სა­უქ­მე­ბე­ლია სი­გორსკი, მა­ლე­ვი­ჩი, კა­რა­ლი­ო­ვა, რა­ტა­სოვ­სკი - ისი­ნი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, თუ პო­ლო­ნე­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბი­თა და მოღ­ვა­წე­ო­ბით მი­აღ­წი­ეს.

ჩვენ ყო­ველ­თვის დაგ­ვცი­ნოდ­ნენ, ჩვენ კი საქ­მეს ჩუ­მად ვა­კე­თებ­დით, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ან­ტარ­ქტი­და, ჩვენ შევ­ქმე­ნით წა­მა­ლი ციმ­ბი­რუ­ლი წყლუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­ა­აღ­მდეგ, პირ­ვე­ლად ჩვენ შევ­ქმე­ნით ხმო­ვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ჩვე­ნი ბა­ლე­ტი, სპორ­ტი, კულ­ტუ­რა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლია მსოფ­ლი­ო­ში. ვერ წაგ­ვშლით, ჩვენ ვართ ერი, რო­მელ­საც ვერ გა­ტეხ­ვათ და ვერ დაგ­ვა­ჩო­ქებთ. რუ­სე­თი არა­სო­დეს დად­გე­ბა მუხ­ლებ­ზე", - თქვა თინა კან­დე­ლაკ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×