დახურვა
სტილი
21.03.2022

22-23 მარტს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში ნა­ლე­ქი­ა­ნი და ნის­ლი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 25 მარ­ტი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რაც თან­და­თან მო­ი­მა­ტებს.

"23 მარტს ზო­გან იქ­რო­ლებს აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღის სა­ა­თებ­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში +8, +13 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +2, +7 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. 24 მარტს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან კვლავ ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

თბი­ლის­ში, 22 მარტს ცივი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, 23 და 24 მარტს თოვ­ლჭყა­პი და ნის­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღის სა­ა­თებ­ში +4, +6 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

25 მარ­ტი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რაც თან­და­თან მო­ი­მა­ტებს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×