დახურვა
სტილი
29.03.2022

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარების ფონზე აცხადებს, რომ დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს.

698 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი - განახლებული კოვიდსტატისტიკა

მისი თქმით, მნიშვნელოვანია შესრულდეს რეკომენდაციები და განსაკუთრებით რისკის ჯგუფებს მოუწოდებს ვაქცინაციისკენ, კერძოდ, მესამე დოზისკენ.

რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის..

ჩინურმა კვლევებმა აჩვენა, რომ 3 დოზის შემთხვევაში ეკვივალენტური მნიშვნელობა აქვს სიკვდილისგან და მძიმე დაავადების დაცვის მხრივ "სინოფარმის", "სინოვაკის" და "ფაიზერის" ვაქცინას. რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობირობა შორს არის. ეს წელი იქნება მონიტორინგი თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ გადაითარგმნება ამა თუ იმ ვარიანტის გავრცელების მასშტაბები, თუნდაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჯერ სტაბილურობა გვაქვს, მოსახლეობაც დაღლილია.

რეალურად არსებულ რეკომენდაციას გარეთ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით 80-90 პროცენტი არ ასრულებდა. სასურველია ტრანსპორტში და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაცია პირნათლად შევასრულოთ",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×