დახურვა
სტილი
30.03.2022

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ულიმიტო აბონემენტები საბანკო ბარათს მიებმება და მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს. ცვლილება მაისიდან იგეგმება, რომლის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დავნერგეთ ვადიანი აბონემენტების სისტემა, მაშინვე ვთქვით, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა ამ ვადიანი აბონემენტების საბანკო ბარათებზე მიბმა. დღეის მდგომარეობით, 55 000-მდე სხვადასხვა კატეგორიის აბონემენტია გაყიდული და ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელი. რაც შეეხება თვითონ აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათებზე, ამ საკითხზე მუშაობდა ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მაისისთვის უკვე შესაძლებელი

იქნება, ეს აბონემენტები საბანკო ბარათს მიებას და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერი ვადის აბონემენტი. დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას, რომ იცოდეთ ყველაფერი, ზუსტად როდიდან იქნება ამ სერვისის ამოქმედების შესაძლებლობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის და მაისამდე მოქალაქეებს ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდებათ. გარდა ამისა, მათივე თქმით, ეს იქნება არჩევითი და მგზავრები თავად გადაწყვეტენ, კვლავ შეიძინონ სამგზავრო ბარათები თუ საბანკო ბარათზე ჩართონ აბონემენტი.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის თბილისში სხვადასხვა ვადიანი სააბონემენტო სისტემა არსებობს. რომლის შეძენაც მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებშია შესაძლებელი.

ულიმიტო, 90

-წუთიანი ბარათი - ერთი ლარი

ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი - სამი ლარი

ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი - 20 ლარი

ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი - 40 ლარი

ულიმიტო, სამთვიანი ბარათი - 100 ლარი

ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი - 150 ლარი

ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გადახდისას მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ მეტრომანისა და საბანკო ბარათების გამოყენება. ერთჯერადად მგზავრობის ღირებულება კი 1 ლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×