დახურვა
სტილი
31.03.2022

მოდის რევოლუციონერი დიზაინერი დემნა გვასალია მანამ, სანამ "ბალენსიაგას" გუნდს შეუერთდებოდა, „მარჯიელას“ და „ლუი ვიტონის“ მოდის სახლებს ხელმძღვანელობდა.

დემნას „მარჯიელას“ დატოვების შესახებ კომენტარი ან ოფიციალური განმარტება არასდროს გაუკეთებია. დიზაინერი ერიდება მედიასთან საუბარს და როგორც წესი, მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პირველი წყარო არასდროს არის.

ბოლოს, როდესაც დემნამ მოდის სახლის დატოვებაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ მისი და „მარჯიელას“ მმართველების ინტერესები არ ემთხვეოდა; დემნას სურდა რაღაც განსხვავებული, მისი უფროსობა კი აკეთებინებდა იმას, რაც არ მოსწონდა.

როგორც დიზაინერი ხშირად აღნიშნავს, „მარჯიელასგან“ 

უამრავი ახალი გამოცდილება მიიღო და როდესაც საკუთარი ბრენდის, „ვეტმანის“ დაარსება გადაწყვიტა, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ გვასალია სწორედ „მარჯიელას“ ბაძავდა.

ყოველივე ამის მიუხედავად, დღეს დემნა „ბალენსიაგას“ შემოქმედებითი ხელმძღვანელია და მის შესახებ მსოფლიოს ყველა მაღალი მოდის წარმომადგენელი საუბრობს, მისი წარმატების საიდუმლო კი საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელზე გათვლილი სტილია.

“გარისკვას ბავშვობიდან მივეჩვიე, რისკი Vetements-ის ბირთვია. მოდის ინდუსტრიაში დღეს უნდა გარისკო იმისთვის, რომ გადარჩე” - ამბობს დიზაინერი და ამატებს, რომ „მარჯიელას“ ხელმძღვანელობას არ სურდა რისკი, რომელმაც დემნა მსოფლიო დონის დიზაინერად აქცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×