დახურვა
სტილი
01.04.2022

სოფო ნიჟარაძის ბიძაშვილი, 34 წლის პლასტიკური ქირურგი,სალომე სვანიძე მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა და აქ აგრძელებს საქმიანობას.

სალომე სვანიძე კანადელი ექსპერტია, ის რუსეთში საქმიანობს. ის სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და მოქალაქეებს თავს აცნობს.„ძვირფასო მეგობრებო მივხვდი, რომ ჩვენ ჯერ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, ამიტომ მინდა მოგიყვეთ ჩემ შესახებ და მეტი გავიგო თქვენზე.მე ვარ სალომე სვანაძე, 34 წლის, პლასტიკური ქირურგი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ეს არის ჩემი ნამდვილი მოწოდება. უკვე 10 წელია ვმუშაობ ქალის ესთეტიკურ ქირურგიაში. ათასობით შესრულებული ოპერაციაზე დაყრდნობით, ჩემი საქმე რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე ავაგე. ესენია: პატიოსნება, დელიკატურობა, პატივისცემა, ეთიკა. ჩემი ესთეტიკური მიდგომა - ბუნებრიობა და ჰარმონია. დარწმუნებული ვარ რომ ბუნებრივი სილამაზე ყველა ქალშია და ჩემი მისია მისი ხაზგასმაა.ჩემი ძირითადი სპეციალობა - სხეულთან დელიკატური მუშაობა და იდეალური პროპორციების შექმნა მამოპლასტიკის, აბდომინოპლასტიკის, ლიპოსკულპტურის გამოყენებით. ჩემი „ინსტაგრამ" გვერდი ახალგაზრდა ქალისთვის ჩვეულებრივია, პლასტიკური ქირურგისთვის კი უჩვეულო. სწორედ ამიტომ ჩემი ნამუშევრების უმეტესობა ცალკე გვერდზეა @doctorsvanadze - აქ მე სილამაზის, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის თემებზე არა მარტო ვურთიერთობ თქვენთან, არამედ დაუნდობლად ვანგრევ მითებს ამ სფეროებში.საქმე ჩემთვის ნამდვილი გატაცებაა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პროფესიულ ცხოვრებასა და მეუღლისა და დედის როლს წარმატებულად ვუთანხმებ ერთმანეთს. ჩემი საყვარელი მამაკაცები, ქმარი და შვილი, მთავარი გულშემატკივრები არიან.ოჯახის, საქმისა და საყვარელი პაციენტების გარდა, კიდევ ერთი გატაცება მაქვს - ტანგო. პროფესიონალი მოცეკვავე ალბათ, არასოდეს გავხდები , მაგრამ მშვენიერი მუსიკისა და ცეკვის გაკვეთილები ჩემს ცხოვრებას დამატებითი ნათელი ფერებით ავსებს. სიხარულით და დიდი სიამოვნებით მზად ვარ გაგიცნოთ: ვინ ხართ, როგორ მიპოვეთ, რას საქმიანობთ და რა მოგწონთ?", - წერს სალომე სვანაძე.

წყარო: „digest.pia.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×