დახურვა
სტილი
04.04.2022

რუსეთში მოღვაწე ქართველ მუსიკოსს დიანა ღურცკაიას, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მომღერალს ეს ჯილდო „საესტრადო ხელოვნებაში დიდი დამსახურებისთვის“ გადაეცა, წერია ბრძანებაში, რომელსაც ხელს რუსეთის პრეზიდენტი აწერს.

ღურცკაიასთან ერთად სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა სტას მიხაილოვსაც. პუტინის ხელმოწერილი ბრძანება ინტერნეტში ხელმისაწვდომია.

საინტერესოა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ამ დრომდე დიანა ღურცკაიას კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ დაგმო რუსი პარაოლიმპიელების გარიცხვა საერთაშორისო ტურნირებიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×