დახურვა
სტილი
05.04.2022

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და უამრავი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არაერთმა ცნობილმა საერთაშორისო ბრენდმა რუსეთის ბაზარი დატოვა. სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება რუსი ინფლუენსერებისა და ბლოგერების ვიდეოები, სადაც ისინი ტირიან და ამბობენ, რომ ცხოვრება „ინსტაგრამის“ გარეშე ვერ წარმოუდგენიათ.

ამის ფონზე, ზოგიერთმა მათგანმა საჯაროდ თქვა უარი ევროპულ ბრენდებზე და დემონსტრაციულად გადაყარა ცნობილი ბრენდების სამოსი თუ აქსესუარები სანაგვე ურნაში. მათ რიგებში აღმოჩნდა რუსი დიზაინერი ვიკა გაზინსაკაიაც, რომელმაც „შანელი“ გააკრიტიკა: „არასოდეს მიყვარდა „შანელი“, უგემოვნო ქალების ბრენდია, უხარისხო ტანსაცმელი და ერთნაირი ჩანთები. რად გინდათ ეს ნაგავი? ახლა, როცა მთელი მსოფლიო თქვენ წინააღმდეგაა, თქვენი, როგორც რუსების“ – მიმართა რუს გამომწერებს გაზინსკაიამ.

ამ განცხადების საპასუხოდ, ქართველმა დიზაინერმა სოფო ჭყონიამ ვიკა გაზინსკაიას „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ბუჩაში აფეთქებების შემდეგ ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანებისა და დანგრეული შენობების ფოტოები გამოუქვეყნა: „ბუჩა, უკრაინა, 2022“ - დაწერა სოფო ჭყონიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×