დახურვა
სტილი
16.04.2022

საქართველოში 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 17-19 აპრილს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×