დახურვა
სტილი
16.04.2022

ვფიქ­რობ, სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუ­დე­ბი არ იქ­ნე­ბა - პა­ტი­ვი უნდა მი­ვა­გოთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს, მაგ­რამ არა ფარ­თო "ნა­დი­მე­ბით" და ქე­ი­ფე­ბით, შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, წლე­ვან­დე­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სია, ვიდ­რე გა­სულ წლებ­ში იყო",- ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, წი­ნა­სა­აღ­დგო­მო პე­რი­ო­დი გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით მშვი­დია, მაგ­რამ ამან არ უნდა გაგ­ვა­თა­მა­მოს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი დღე­სას­წა­უ­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, წელს ჩვენ აღ­დგო­მას უფრო მშვი­დი ეპიდ­ვი­თა­რე­ბით ვხვდე­ბით, უფრო ნაკ­ლე­ბი რის­კით, ვიდ­რე ეს იყო შარ­შან­წინ, რო­დე­საც ჩვენ ბევ­რი არ ვი­ცო­დით ამ ვირუ­სის შე­სა­ხებ, ასე­ვე გა­სულ წელს მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვქონ­და.

წელს წი­ნა­სა­აღ­დგო­მო პე­რი­ო­დი შე­და­რე­ბით მშვი­დი გვაქვს, ამან არ უნდა გაგ­ვა­თა­მა­მოს, ვირუ­სი ჯერ ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლი­რებს. 200-300 შემ­თხვე­ვა არის. გა­სა­გე­ბია, რომ "ომიკ­რო­ნია" და კლი­ნი­კუ­რად უფრო მსუ­ბუ­ქია, ვიდ­რე შარ­შან­დე­ლი ან გა­სუ­ლი წლის.

ვფიქ­რობ, და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუ­დე­ბი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ უკვე ბევ­რი ვის­წავ­ლეთ და გა­მოვ­ცა­დეთ. შე­ვე­ცა­დოთ უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, აღ­დგო­მა დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, პა­ტი­ვი უნდა მი­ვა­გოთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს, მაგ­რამ არა ფარ­თო "ნა­დი­მე­ბით" და „ქე­ი­ფე­ბით". მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბა კვე­ბით მიმ­დი­ნა­რე წვე­უ­ლე­ბე­ბის დროს. შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, წლე­ვან­დე­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სია, ვიდ­რე გა­სულ წლებ­ში იყო",- აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×