დახურვა
სტილი
25.05.2021

 შავი სოკო, იგივე მუკორომიკოზი, დამახასიათებელია ძირითადად იმ ადმიანებისთვის, ვისაც იმუნოდეფიციტი და უმართავი შაქრიანი დიაბეტი აქვს. ამ ეტაპზე, რას უკავშირდება ინდოეთში ეპიდაფეთქება, ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია კორონავირუსთან, რომლის მძიმე მიმდინარეობის დროს იმუნოსუპრესია ვითარდება, რაც შემდეგ სხვადასხვა დაავადების განვითარებას იწვევს. როგორც აღვნიშნე, დაავადების განვითარება მხოლოდ იმ ინდივიდებში ხდება, ვისაც ღრმა იმუნოდეფიციტი აქვს. ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემა არ ხდება. შეიძლება კონტაქტურად ადამიანს გადაედოს, მაგრამ კლინიკურად ვლინდება მათთან, ვისაც მძიმე ზოგადი მდგომარეობა და ფონური დაავადებები აქვთ.

ინდური შტამის გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, თეორიულად არსებობს. თუმცა, ეს დამოკიდებულია, ჩვენს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. ამ ეტაპზე, ინდური შტამის ფართომაშტაბიანი გავრცელება ჩვენს რეგიონში არ არის, ამიტომ, რისკიც დაბალია. თუმცა, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მზაობა გამოიხატება იმაში, რომ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რაც მოწოდებული. ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. პროცესი უნდა გაგრძელდეს აქტიურად იმისათვის, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი მოვიცვათ, იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება იმუნიზირებული, ვირუსის თავისუფლად ცირკულაცია უფრო ნაკლებია, შესაბამისად, მუტანტური შტამების გავრცელება და გაჩენის რისკებიც უფრო დაბალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×