დახურვა
სტილი
21.05.2022

მამა, პეტრე კოლხი კვარაცხელია სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის შესახებ წერს და ამბობს, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა.

"ფაქტი ნამდვილია, მას გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა...

გადაარჩინეს, სასწრაფოს გადაჰყავს და ახლა ვილოცოთ, რომ კარგად იყოს...

მეტჯერ აღარ გაიმეოროს და იმედია დააფასებს სიცოცხლეს!", - წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, მანამდე მანამდე გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა:

„წელიწადია, მძიმე დეპრესია მტანჯავს. ვერავინ ამოიცნო რეალური მიზეზი.

ამის აღწერა და გადმოცემა მიჭირს. არც არის საჭირო. ახლო მეგობრებმა იციან და საკმარისია. მთელი ცხოვრება მხოლოდ რაღაც კარგი მინდოდა გამეკეთებინა. რაც შევძელი - შევძელი. ასე დაძალებით ცხოვრება კი უკვე აღარ გამოდის.ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ. სხვებს ვუხსნიდი ხელახალ დაბადებაზე, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა. ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს. ასე პროზაულად და შეიძლება, უგემოვნოდაც. საჯაროდ ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ცხადად იცოდეთ - ჩემს სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის. მხოლოდ მე და ჩემს ობსესია-წარმოსახვებს. სამყარო ხომ ჩვენი წარმოდგენაა მასზე. მადლობა იმ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობდი. მადლობა მეგობრებს, რომლებიც მაძალებდნენ ცხოვრებაში დაბრუნებას/მეც ვცდილობდი მემუშავა და საქმე არ დაზარალებულიყო.

ბოდიში თაკო, ზაალ, ბესო და დედა.

მარად თქვენი

გიორგი კეკელიძე" - დაწერა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×