დახურვა
სტილი
21.05.2022

წალკის (დაშბაშის) კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი იხსნება. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი" ავრცელებს, რომელიც პროექტის განმახორციელებელი კომპანია KASS LAND-ის დირექტორს ესაუბრა. ეკა თოდუას თქმით, ღონისძიება 14 ივნისსაა დაგეგმილი.

ეკა თორდიას ინფორმაციით, აშენდა ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. როგორც თორდიამ „ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, საწყის ეტაპზე, ფუნქციონირებას 20 კოტეჯი დაიწყებს. ამავე სეზონზე კოტეჯების რაოდენობა 62-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სასტუმროს, მისი გახსნა მომავალი წლისთვის იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×