დახურვა
სტილი
28.05.2022

„მაიმუნის ყვავილმა" მეცნიერები მორიგი გამოწვევის წინაშე დააყენა. საქართველოში უკვე მობილიზებულია ლუგარის ლაბორატორია, სადაც მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. არცერთი ფაქტი და არც საეჭვო ნიმუში კვლევით ცენტრში ჯერ არ შესულა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მაიმუნის ყვავილი არ არის დაავადება, რომლისაც საზოგადოებას უნდა ეშინოდეს. მისი შეკავება შესაძლებელია, თუ სწრაფი რეაგირება და რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება.

„განსხვავებით კორონავირუსისგან, ჩვენ ბევრად უფრო მომზადებული ვართ, თუ იქნება ეპიდსიტუაციის გაუარესება და მსოფლიოს შეუქმნის პრობლემებს, ბევრად ადრე მოხდეს ამ ყველაფრის აღმოფხვრა", - ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

„საშიშროება არ არის საქართველოში გავრცელების, მოსახლეობას შეუძლია აბსოლუტურად მშვიდად იყოს. ასეთი ავადობები, ასეთი ენდემური კერიდან დაავადებების გადადება, შესაძლებელია უამრავ სხვა ვირუსებს და დაავადებებსაც ახასიათებს, არ უნდა მოხდეს ამის გამო შეშფოთება" - ამშვიდებს მოსახლეობას ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×