დახურვა
სტილი
30.05.2022

მიიღებს თუ არა პანდემიის სახეს, დაფიქსირდა თუ არა საქართველოში და რა პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო? – „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ დასმულ ამ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს.

„უკვე 18 ქვეყანაში დაფიქსირდა და კონტინენტებს გასცდა და რაღაც კუთხით პანდემიის მინიმალური კრიტერიუმებისკენ უკვე მიდის. მაგრამ პანდემიური გავრცელების საწინააღმდეგოდ იმედს გვაძლევს ის, რომ გადაცემა არ არის ძალიან ადვილი. ჰაერით გადამდები არ არის, მსხვილი წვეთების მასიური შეფრქვევა უნდა მოხდეს სიმპტომების მქონე ადამიანიდან, ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან. მჭიდრო კონტაქტებით გადადის.

რამდენიმე დღის წინ ჯანმომ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სქესობრივი გადაცემაა მნიშვნელოვანი, შემთხვევების დიდი ნაწილი მრავლობითი სქესობრივი კონტაქტების ადამიანებშია, ჰომოსექსუალური კონტაქტები ძალიან საყურადღებო აღმოჩნდა გადაცემის თვალსაზრისით და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ პოპულაციის ამ სეგმენტს. ეს ყველაფერი ჯერ ჯერჯერობით რამდენიმე ასეული შემთხვევის სტატისტიკური ანალიზის წინამორბედი შედეგებია და ეპიდემიოლოგიური სტატისტიკურად სარწმუნო შედეგები ჯერ არ არის“ – აცხადებს ინფექციონისტი გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ და ამატებს, რომ საქართველოში რეგისტრირებული შემთხვევა არ არსებობს.

მაია ბუწაშვილი ვირუსის საპრევენციო ღონისძიებებზეც საუბრობს და ვაქცინასა და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის არსებობას ასახელებს:

„მაიმუნის ყვავილმა“ რომც შეიძინოს პანდემიური ხასიათი, მაგრამ ბევრი პირობაა რომ ვერ შეიძენს, არის ის, რომ არსებობს ვაქცინა, როგორც ყვავილის, ასევე უშუალოდ მაიმუნის ყვავილის ვაქცინა, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა. აშშ-მ რამდენიმე თვის წინ მილიონობით დოზის მარაგები შექმნა. დღეის მდგომარეობით, ვაქცინაცია უტარდება მათ, ვინც კონტაქტშია ან კერაშია, სადაც შემთხვევებია. მასობრივი ვაქცინაციის ჯერჯერობით არავითარი რეკომენდაცია არ ვრცელდება. კონტაქტიდან პირველ 4 დღეს თუ გაკეთდა ვაქცინაცია, მაღალია ალბათობა რომ არ განვითარდება ინფექცია, 4-14 დღის შუალედში, მსუბუქად მიმდინარეობს. არსებობს ორი ანტივირუსული პრეპარატი, ყვავილის და „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ. რომ შევაჯამოთ არსებობს ვაქცინა, ანტივირუსული მედიკამენტი და მოსახლეობის იმუნური ფენაც“, – ამშვიდებს მოსახლეობას ბუწაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×