დახურვა
სტილი
31.05.2022

ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძესა და მას შორის არსებულ გაუგებრობაზე გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ ისაუბრა.

ღოღობერიძის განმარტებით, არაკონფლიქტური ადამიანია და გიორგი ფხაკაძესთან დაპირისპირების გაგრძელაბას ადგილი არ აქვს.

„ჩემსა და გიორგის შორის იყო ერთი ეპიზოდი მხოლოდ და მხოლოდ, ამ პოსტების გასროლის, მეტი აღარაფერი. ჩემი აზრით, იყო ცოტა ნაჩქარევი ნაბიჯი. ზოგადად, ექიმები ვართ ძალიან ტოლერანტული ხალხი, ნაკლებად გვიყვარს რაღაცების სროლა, მით უმეტეს სხვისთვის. ძალიან არაკონფლიქტური ვარ, უბრალოდ ეს ერთი ეპიზოდი იყო“ – განაცხადა ღოღობერიძემ და გაიხსენა, საიდან დაიწყო ექიმებს შორის კამათი.

„ამას ჰქონდა შესავალი, ომიკრონი რომ გამოჩნდა, მქონდა ასეთი ჩართვა, მივმართე საზოგადოებას, რომ ომიკრონი, სავარაუდოდ, უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა ვარიანტები იყო, დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდები ჩაივლის შვიდად და ომიკრონი ბოლო შემთხვევა იყოს და შეიძლება კოვიდი ისე აქტიურად აღარ ფიგურირებდეს ჩვენს ცხოვრებაში-მეთქი. როგორც მერე მოვლენებმა აჩვენა, ასეც მოხდა. გიორგის ჰქონდა განსხვავებული შეხედულება. არ მგონია, თვითონ გიორგი იყოს ჩემზე გაბრაზებული“, – განაცახადა ღოღობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×