დახურვა
სტილი
06.06.2022

ივნისის საშუალო ტემპერატურა, კლიმატურ ნორმასთან შედარებით, 1 გრადუსით მაღალი იქნება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:

"ივნისის თვეში საშუალო ტემპერატურა, კლიმატურ ნორმასთან შედარებით, 1 გრადუსით მაღალი იქნება, ხოლო ნალექები ნორმაზე ნაკლები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში სულ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს საღამოდან აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო ზეგიდან უკვე მთელ საქართველოში დროგამოშვებით წვიმას, ელჭექს ველოდებით. ზოგიერთ რაიონში სეტყვაცაა მოსალოდნელი. ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი კვირის ბოლომდე

გაგრძელდება. დასავლეთ საქართველოში ხვალ 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა, ზეგიდან კი კვირის ბოლომდე 22-27 გრადუსამდეა ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოში 27-32 გრადუსის ფარგლებშია ტემპერატურა მოსალოდნელი, ხოლო თბილისში ღამისა და საღამოს საათებში კვირის განმავლობაში ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება და ხოლო, დღის მაქსიმალური ტემპერატურა 28-30 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×