დახურვა
სტილი
07.06.2022

„საქართველოში გეგმური აცრების კალენდარი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ ითვალისწინებს.​ ჩვენს ქვეყანაში კი ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა“, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.

მან ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიდის მუშაობაზე, რათა ჩუტყვავილაც შევიდეს აცრების გეგმურ კალენდარში. „მე თვითონ ვარ იმუნიზაციის ტექნიკური საბჭოს წევრი და ბევრ ქვეყანაში არ შედის გეგმურ კალენდარში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩუტყვავილაც შევიყვანოთ აცრების გეგმურ კალენდარში. აქვე მინდა დავამატო, რომ გეგმური ვაქცინაციის მომართვიანობაზე იყო კლება. არ უნდოდათ კლინიკაში პაციენტების მოყვანა. შესაბამისად 7-დან 9%-მდე იყო ვაქცინაციის კლება. აუცილებელია გეგმური ვაქცინაციის დროულად ჩატარება. ვიმედოვნებ, რომ იმავე მოცვის მაჩვენებელს დავუბრუნდებით უახლოეს მომავალში“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×