დახურვა
სტილი
17.06.2022

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მსოფლიო მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქების წინაშეა. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ინფექციის შესახებ„ფორტუნასთან"ისაუბრა.

ჯანდაცვის ექსპერტის განცხადებით, შეშფოთების საგანი ის ფაქტი გახდა, რომ მაიმუნის ვირუსი ძირითადად დამახასიათებელი იყო აფრიკის კონტინენტისთვის და უეცრად, შემთხვევებმა გამოვლენა და ზრდა დაიწყო ისეთ ქვეყნებში, სადაც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.ზაზა წერეთლის განცხადებით, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებისას კლინიკური მიმდინარეობა, ძირითადად, მსუბუქია.წერეთელი განმარტავს, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვლინდება ძირითადად შემდეგი სიმპტომებით - ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და გამონაყარი.„ზოგიერთი შემთხვევა დაიწყო ატიპიურად - აღმოჩნდა, რომ ჯერ გამონაყარია და შემდეგ შეიძლება მისცეს სიცხე. ტიპური ფორმაა - სიცხე, ლიმფური კვანძების გადიდება და მეოთხე დღეს არის გამონაყარი.ახლა ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ გამონაყარი არის ეგრევე. თანაც ეს გამონაყარი ჩნდება სასქესო ორგანოებზე. ამიტომაც, როდესაც პირველი შემთხვევები დააფიქსირეს პორტუგალიასა და ესპანეთში, [დაინფიცირებული] მამაკაცები გაგზავნეს დერმატო-ვენეროლოგებთან, რადგან სიფილისი ან სხვა დაავადება ეგონათ. ამასაც უნდა მიაქციონ ყურადღება. არა მარტო კანის ექიმები, არამედ ვენეროლოგებიც გააფრთხილონ, თუკი იქნება ასეთი მიმართვიანობა, რადგანაც ატიპიურად მიმდინარეობს, ამის საქმის კურსში იყვნენ ჩვენი ექიმებიც და ადამიანებიც", - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა" „ფორტუნასთან"საუბრისას

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×