დახურვა
სტილი
01.09.2022

„რუსთავი 2“ ახალ ქართულ სერიალს აანონსებს. მასში ცნობილი ქართველი მსახიობები მონაწილეობენ.

ბამბის აღმართი“ სოციალური დრამის სერიალია, კომედიური ელემენტებით. სცენარის ავტორი (ევა ვაისი) ქართველია და ის ქმნის ჩვენი საზოგადოებისთვის ავთენტურ, ნაცნობ სამყაროს – ნაცნობი პრობლემებით, ღირებულებებით, შეხედულებებით, სევდითა და სიხარულით. სერიალს ე.წ. მთავარი გმირები არ ჰყავს – აქ რამდენიმე მთავარი ხაზი ვითარდება, სხვადასხვა ტიპის პერსონაჟებით და ისტორიებით. ოჯახები, სამეგობროები, კორპორაციული წრეები – ეს ის არეალია, სადაც ბევრი ამბავი ტრიალებს, იქმნება კონფლიქტები, იბადება სიყვარულის ისტორიები, იხლართება ინტრიგები…

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×