დახურვა
სტილი
05.09.2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე გვიყვება, როგორი ამინდია მოსალოდნელი სექტემბერში და რამდენ გრადუსამდე მიაღწევს თვის საშუალო ტემპერატურა:

"სექტემბერში დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე თვის საშუალო ტემპერატურა 20-22 გრადუსის ფარგლებში იქნება. ნორმასთან შედარებით ეს 1 გრადუსით მაღალია. ნალექები ძირითადად ნორმასთან შედარებით მეტი ან ნორმასთან ახლოსაა მოსალოდნელი. თვის ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ შეიძლება 30-37 გრადუსამდე მოიმატოს. აღმოსავლეთ საქართველოში თვის საშუალო ტემპერატურა 19-21 გრადუსის ფარგლებშია. ნალექები კი ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ხვალიდან აგრილდება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს:

"ხვალიდან აგრილდება და ტემპერატურაც დაიკლებს. ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურად 20-25 გრადუსის ფარგლებში ველოდებით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 22-27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. იწვიმებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისში კი ხვალ 26-27 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. ზეგ ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და 20-22 გრადუსის ფარგლებში იქნება. დასავლეთ საქართველოში ზეგ, 7 სექტემბერს 19-24 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 8 სექტემბრიდან ნალექი შეწყდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და 9 სექტემბრიდან ტემპერატურა კვლავ მოიმატებს. 11-12 სექტემბერს შესაძლოა 30 გრადუსს გადააჭარბოს." - ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×