დახურვა
სტილი
21.11.2022

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

"არავის არ ვუპირისპირდები!

უბრალოდ, ისეთ სიბნელეშია ქვეყანა, რომ გამოსავალი არ ჩანს!

წესით, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, მაგრამ საქართველოში 8-კლას დამთავრებული დიასახლისი კარდიოქირურგიული ოპერაციის “ექსპერტულ” დასკვნებს იძლევა და ფართო საზოგადოების (თავისნაირების) საინფორმაციო ველში “საიმედო წყაროდ” მიიჩნევა!

ეგრეთ წოდებულ “ჰონგ კონგის” ვირუსს, ამ შემთხვევაში საინფირმაციო ვირუსზეა საუბარი.

ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია? ყველამ ვიცით. საინფორმაციო სააგენტოების გუშინდელ “საინფორმაციო ველს” რომ გადავხედავთ, ეს ინფორმაცია წამოვიდა ივანე ჩხაიძისგან. პედიატრი, დახურილი საავადმყოფის კლინიკური დირექტორი. თავის საავადმყოფიში შიდა ჰოსპიტალურ ინფექციებს რომ ვერ მიხედა. როგორც იტყვიან, “ჯერ საკუთარ სახლს მიხედე და მერე სხვაზე ისაუბრე”. ამ ქვეყანაში ელექტრიკს რატომ ეკითხებიან სანტექნიკაზე?

რატომ გავრცელდა ეს არასწორი ინფორმაცია? იმიტომ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ქვეყანაში არ არის დანიშნული!ამ საკითხებზე ქვეყანაში უნდა საუბრობდეს კომპეტენტური პირი!

და ბოლოს, ქალბატონი გაბუნია არის პოლიტიკური ფიგურა და იმიტომ ვერ/არ საუბრობს კოვიდზე. ეს კიდევ ერთხელ არის მკაფიო გზავნილი, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს აპოლიტიკური!", - წერს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×