დახურვა
სტილი
25.11.2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურება.

როგორც გიორგი ფხაკაძე წერს, საქართველოს სერიოზული პრობლემა სჭირს, დიაგნოზი კი უმძიმესია.

„თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ორი შვილის დედას ბენზინი გადაასხა და დაწვა.

12 წლის მოზარდი დედა გახდა.

ქვეყანაში კოვიდ აფეთქებაა და ყველა საუბრობს „უსახელო ვირუსზე", ვერ ხედავთ, რომ ამ ქვეყანას სერიოზული პრობლემა სჭირს? დიაგნოზი უმძიმესია

ვერ ხედავთ, რომ ამ ქვეყანას სერიოზული პრობლემა სჭირს? დიაგნოზი უმძიმესია, თერაპიული მსუბუქი მკურნალობა ამ ქვეყანას ვეღარ უშველის.

საქართველოს ესაჭიროება სასწრაფო და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია თავისი ძლიერი ქიმიოთერაპიებით❗️ თუ ოპერაცია დროზე არ ჩატარდა, პაციენტი ვერ გადარჩება.

მე დიაგნოზი დავუსვი და ოპერაციის გამკეთებელი თქვენ მოძებნეთ. პარიზიდან თუ ჟენევიდან ეს რთული იქნება", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×