დახურვა
სტილი
13.03.2023

ალერგოლოგი, ბიძინა კოლუმბეგოვი აცხადებს, რომ 13-დან 19-მარტამდე მცენარეული ალერგენების გავრცელება შეიძლება, მოხდეს.

"13-დან 19-მარტამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:

თხილის (Corylus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

მურყანის (Alnus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ვერხვის (Populus), თელას (Ulmus) და იფანის (Fraxinus) მტვრის მარცვლები დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

მოსალოდნელია ყვავილობა დაიწყოს ნეკერჩხალმა (Acer) და დაფიქსირდეს მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.

სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი!", - წერს კოლუმბეგოვი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×