დახურვა
სტილი
13.05.2023

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განაცხადა.

სერიალის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა ეს მალე მოხდება.

"ძალიან მალე ფორმულას ეთერში ჩემი ცოლის დაქალები ბრუნდება!", - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

ცნობისთვის, "ფორმულა კრეატივის" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი, "ჩემი ცოლის დაქალები", ტელეეკრანზე 2011 წლიდან გადის და 2022 წლის 2 ივლისის შემდეგ შეწყდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×