დახურვა
სტილი
29.07.2021

ამერიკული კორპორაცია Facebook სათვალეების ბრენდ Ray-Ban-თან თანამშრომლობით "ჭკვიან სათვალეებს" გამოუშვებს.  ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.

 კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სათვალის შესახებ ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.

”შემდეგი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ გამოვუშვებთ  ჩვენი პირველი ჭკვიანი სათვალე იქნება, რომელიც Ray-Ban-სა და  EssilorLuxottica–სთან პარტნიორობით შევიმუშავეთ”, - განაცხადა ცუკერბერგმა.

2019 წელს Facebook-მა CTRL-Labs–ის შესყიდვის შესახებ განაცხადა. ეს არის სტარტაპი, რომელიც ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს აკონტროლონ კომპიუტერი ტვინიდან იმპულსების გამოყენებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×