დახურვა
სტილი
05.06.2023

ამე­რი­კა­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ლია პარ­კა­უ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლობ­ლე­ბი გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

"აი­ვან­ზე ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ, მაგ­რამ ისე­დაც ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პრობ­ლე­მა და თავ­საც არ უფრთხილ­დე­ბო­და“ - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

ქალ­ბა­ტონ ლიას სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნობ­დნენ, წლე­ბის წინ ის, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქალი პატ­რუ­ლი გახ­ლდათ. 2013 წელს კი სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად შტა­ტებ­ში გა­და­ვი­და. მა­ნამ­დე კი იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მრა­ვალ­წლი­ა­ნი ერ­თგუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­მახ­სოვ­როდ და­ა­სა­ჩუქ­რა.

მა­ი­ო­რი ლია პარ­კა­უ­ლი 1987 წლი­დან 2013 წლის 8 ოქ­ტომ­ბრამ­დე შს სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყოფ­ში მსა­ხუ­რობ­და. ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და. გა­მოც­დილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს უწყე­ბი­დან წას­ვლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­წყვი­ტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×