დახურვა
სტილი
06.06.2023

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.

8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება. აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

ამინდი დედაქალაქში

თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×