დახურვა
სტილი
08.06.2023

რამდენიმე დღის წინ საზღვარგარეთ ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. დაღუპული ახალგაზრდა ქალი სოფი დოლიძეა.

მისი დის ინფორმაციით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით მათთვის ცნობილი არ არის და ექსპერტიზის დასკვნა ორშაბათს იქნება მზად.

„ჩემო მეგობრებო, სოფოს მეგობრებო, ოჯახის მეგობრებო და ნათესავებო; მესმის, რომ ყველას ძალიან გაინტერესებთ რა მოხდა და როგორ მოხდა. დამიჯერეთ ეხლა ამ სიტუაციაში ჩვენზე მეტად არავის გაინტერესებთ!!!

არაფერი ვიცით გარდა იმისა რომ საავადმყოფოს წერილში გარდაცვალების მიზეზი მაღალი სიცხე წერია. ვარკვევთ!!! ვცდილობთ გავარკვიოთ. კონსულტაციას გავდივართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საელჩოსთან და ადვოკატებთან,ეს არ არის საქართველო და ადვილი არ არის. მოგმართავთ თხოვნით: ყველამ თქვენ თვქვენი ვერსიები სოფოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით თქვენთვის შეინახეთ. ექსპერტიზის პასუხი გვექნება ორშაბათს. შედით ჩვენს მდგომარეობაში. ძალიან გთხოვთ, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციების თქვენეულ ვერსიებს!!!. ოჯახს ეცით პატივი, გარდაცვლილს ეცით პატივი“, - წერს ნანუკა დოლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×