დახურვა
სტილი
10.06.2023

გარდაიცვალა 44 წლის, მაკა კაკაბაძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

"გლოვობს ჩემი სამტრედია, ჩამოასვენეს 44 წლის მაკა კაკაბაძე... ცოცხალი მაინც ჩამოსულიყავი შენს სამტრედიაში, შენს ოჯახში მაკუნა, როგორ დავიჯეროდ შენი არ ყოფნა, როგორ გიხაროდა საქართველოში ჩამოსვლა და როგორი ჩამოხვედი.

მოიხსენიეთ ახლად შესვენებული, მაკა კაკაბაძე კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე.

გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს სიცოცხლე მინდა... თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია... ნათელი დაუმკვიდროს უფალმა... საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა. ამდენ წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? შენ ხომ ამბობდი, მე ძლიერი ვარო, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ამ მონატრებას შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა", - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×