დახურვა
სტილი
19.06.2023

მომღერალი თათია კობალაძე, რომელიც წლების წინ მარინა ბერიძემ შესარჩევ ტურზე დაიწუნა და შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის წარმატებული მონაწილე გახდა, ამერიკულ „ნიჭიერში" გამოჩნდება. ნუცა ბუზალაძის შემდეგ ის მეორე ქართველი იქნება, რომელიც თავის დამკვიდრებისთვის და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

მომღერალმა „პრაიმტაიმს" საკუთარ ემოციებს უმხელს.

"ყველა საჭირო საბუთი გაგზავნილი გვაქვს და ბოლო დეტალებია დარჩენილი. ძალიან დიდ მოლოდინში ვარ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მეგობრები, ოჯახი, აბსოლუტურად ყველა ვინც გაიგო, რომ ამერიკაში მეორე ქართველი მიდის.

6 ეტაპი გავიარე. აქედან, 4-ჯერ „ზუმით" ჩავერთე. გავაგზავნე ანკეტა, ვიდეო... ახლა კი წავალ და ამერიკული „ნიჭიერის" სცენაზე წარვდგები. იმედი მაქვს, რომ ზუსტად ისე მიგულშემატკივრებენ მეც, როგორც ნუცას. მაშინ მართლაც მთელი ქვეყანა გაერთიანდა, ძალიან საამაყო იყო...

ნუცასთან კომუნიკაცია არ მაქვს, მე მივწერე და ვუთხარი, რომ ამერიკულ „ნიჭიერში" გადავედი, მაგრამ მასაც ისეთი გრაფიკი ჰქონდა, ვერანაირად მოახერხებდა პასუხის დაბრუნებას. ეს აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკია და წარმომიდგენია, ამერიკაში, კონკურსებში როგორ იქნება...

მოტივაციას მაძლევს ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, აბსოლუტურად ყველა ძალიან მგულშემატკივრობს და დიდ მადლობას ვუხდი თითოეულს. ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ჩემი შვილები არიან. 14 და 10 წლის ბიჭი და გოგო მყავს. რომ გაიგეს ამერიკაში მივდიოდი, რა თქმა უნდა, მეტად მგულშემატკივრობენ და მეტად საამაყოა ეს მათთვის", - განუცხადა თათია კობალაძემ "პრაიმტაიმს".

წყარო: Primetime

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×