დახურვა
სტილი
20.06.2023

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, გამ­თე­ნი­ი­სას თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი მას სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

მსა­ხი­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­სოს მე­გო­ბარ­მა, პო­ლი­ტი­კოს­მა და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ მოგ­ვა­წო­და:

"სოსო ამ დი­ლას გამ­თე­ნი­ი­სას გაფ­რინ­და თურ­ქეთ­ში. მისი გა­დაყ­ვა­ნა სტამ­ბო­ლის ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით გა­და­წყდა. კლი­ნი­კას ხელთ აქვს სა­ჭი­რო ანა­ლი­ზე­ბი­სა და კვლე­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბი, პლუს ამას, თურ­ქებ­მა სო­სოს გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი გა­ა­კე­თე­ბი­ნეს. ამ ტი­პის ანა­ლი­ზი ამე­რი­კა­ში კეთ­დე­ბა და პა­სუხს 2 კვი­რა­ზე მეტი დას­ჭირ­და, ცოტა დრო­ში გა­ი­წე­ლა. რო­გორც თურ­ქებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ანა­ლი­ზი, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. მათი მკურ­ნა­ლო­ბის სტრა­ტე­გია სხვაგ­ვა­რია, გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია.

სო­სოს რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ვე­სა­უბ­რე, ნორ­მა­ლუ­რად ჩაფ­რინ­და, უკვე იყო კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ანა­ლი­ზე­ბი გა­უ­კე­თეს, ხვალ დი­ლით იქ­ნე­ბა პა­სუ­ხე­ბი და ამის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩე­ვენ მკურ­ნა­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ას. სოსო ძა­ლი­ან იმე­დი­ა­ნად არის გან­წყო­ბი­ლი, ასე­ვე ვართ ჩვენც. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ექი­მე­ბიც გვა­ი­მე­დე­ბენ. აქვე მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა ვუ­თხრა პატ­რუ­ლის, სა­ზღვრის დაც­ვი­სა და აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს - წუ­ხელ, როცა მათ აე­რო­პორ­ტში სოსო შე­ნიშ­ნეს, დიდი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ა­ცი­ლეს, სოსო ძა­ლი­ან გა­ა­ბედ­ნი­ე­რეს და მათი მად­ლი­ე­რია.. ყვე­ლას მად­ლო­ბა, ვინც სო­სოს კარ­გი გან­წყო­ბა შე­უქ­მნა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ასეთ დროს, გან­წყო­ბა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

სოსო ბედ­ნი­ე­რი გაფ­რინ­და თბი­ლი­სი­დან, იმედს ვი­ტო­ვებ, კი­დევ უფრო ბედ­ნი­ე­რად და წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბის ამ ეტაპს. ექი­მე­ბი იმედს იძ­ლე­ვი­ან, რომ სოსო გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­იწ­ვევ­და კლი­ნი­კა­ში. მჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დე­ბა", - ამ­ბობს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

წყარო: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×