დახურვა
სტილი
21.06.2023

თბილისში, 26 წლის რამაზ ნიპარიშვილი გაზით გაიგუდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

"გლოვობს ჩემი კასპი. გაზით გაიგუდა ემიგრანტის 26 წლის შვილი, რამაზ ნიპარიშვილი დღეს დილით თბილისში.

დედას 7 წელი არ ყავდა ნანახი, რამდენიმე წუთის წინ გაიგო და მოფრინავს სამშობლოში. შოთო სიხარულიძემ იცოდა ეს ამბავი და საგულდაგულოდ მალავდა, იქამდე ვიდრე ემიგრანტმა დედამ არ გაიგო.

მიცვალებულს გადაასვენებენ ქალაქ კასპში. ვაი შენს უბედურ ემიგრანტ დედას, როგორ ენატრებოდი და ახლა რანაირ გაყინულს ჩაიგიხუტებს გულში.

მონატრებული შვილი... მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო, გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს გულებში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!", - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×