დახურვა
სტილი
01.07.2023

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი გოგონა ლატვიაში დაიღუპა.

"მეტრონომის" ინფორმაციით, მას მანქანა დაეჯახა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლიკა ოკიჯანოვა ლატვიაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა.

გოგონას ემოციურად ემშვიდობებიან:

"ლიკუ, ჩვენო პატარა, ტკბილო და თბილო გოგო.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აღარ ხარ ჩვენს გვერდით, შენ მუდმივად იცხოვრობ ჩვენს გულებში და ამით ოდნავ მაინც შევიმსუბუქებთ შენი არყოფნით გამოწვეულ მოუშუშებელ ტკივილს.

ლიკუ, შენი გავლენა სცილდება დროისა და სივრცის საზღვრებს და ნუგეშს ჩვენს საერთო მოგონებებში ვპოულობთ.

მიუხედავად ასეთი ძლიერი მონატრებისა, მადლიერები ვართ იმ მოგონებებისთვის, რაც გვქონდა და დაგვიტოვე.

ვიმედოვნებთ იქ, სადაც ხარ, ამ გარემოზე ბევრად უკეთესია და შენნაირ პატარა ანგელოზებთან ერთად ხარ".

mix.metronome.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×