დახურვა
სტილი
05.07.2023

ცნობილი მსახიობის, რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილი ლეონარდო გარდაცვლილი იპოვეს. ლეონარდო დრენა დე ნიროს ქალიშვილია, რომელიც მსახიობმა იშვილა, გვარიც მისცა და ისე ზრდიდა, როგორც ღვიძლ შვილს. რობერტთან ერთად დრენამ რამდენიმე ფილმშიც ითამაშა. დრენას ვაჟი მის მიერ ნაქირავებ ბინაში იპოვეს, ნიუ იორკის პრესტიჟულ უბანში. იგი მეგობარმა აღმოაჩინა გარდაცვლილი, რომელიც რამდენიმე დღე ურეკავდა და ლეომ კი არ პასუხობდა.

ცხედრის გვერდით თეთრი ფხვნილი იპოვეს და პირველადი ვერსია ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×