დახურვა
სტილი
10.07.2023

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სვანეთში გარდაცვლილი ბიჭების ფოტოს აზიარებს:

„მე ერთს ვფიქრობ, რომ რაღაც ხდება ჩვენს საქართველოში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვტოვებს ყოველ დღე...

ვფიქრობ, რომ ძალიან დავშორდით ღმერთს. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ჩემი ლაშა იქ დაგხვდებათ“, - წერს თეა  გუბელაძე. 

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულთან, უშგულის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მანქანა მოცურდა და ხევში გადავარდა. არსებული ცნობით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×