დახურვა
სტილი
10.07.2023

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 აბიტურიენტებისთვის გრძელდება. უკვე ჩატარდა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკის არჩევით საგანში და დაიწყო ინგლისური ენის გამოცდით, რომელიც სამ დღეს გრძელდება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 7 ივლისს განუცხადეს, ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. ხოლო რაც შეეხება პირველადი შედეგების გამოქვეყნებას, გამოცდების ცენტრში გვპასუხობენ, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა პირველადი შედეგების გამოცხადების თაობაზე

ამის შესახებ განმარტება მოცემულია აბიტურიენტთა 2023 წლის ცნობარში, სადაც ვკითხულობთ:

ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ასევე ექნება შესაძლებლობა, შედეგებთან ერთად ნახოს პასუხების ფურცლები და სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×