დახურვა
სტილი
12.07.2023

ახმეტაში 15 წლის მოზარდი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს​. მისი დედა კი ამბობს, რომ მის შვილს დაზიანებები ყელისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული.

როგორც მოზარდი ​"რადიო თავისუფლებას" უყვება, შემთხვევა 11 ივლისს, ღამით, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მოზარდის თქმით, 15-მდე მეგობარი სეირნობდა, როდესაც მათთან პოლიციის 3 ჯგუფი მივიდა და ერთ-ერთი მეგობრის დაკავება დაიწყო.

"ჩემი ძმაკაცი რომ დააკავეს, მე ვიკითხე, რის საფუძველზე აკავებდნენ. პასუხი არ გამცეს... შემდეგ დამეჭიდნენ მაისურზე და რამდენჯერმე გამარტყეს. სამი ან ოთხი პოლიციელი მირტყამდა...ჯერ ცხვირში მომხვდა, ორი-სამი - სახეში და დანარჩენი - მუცლის არეში," - აცხადებს მოზარდი "რადიო თავისუფლებასთან."​

არასრულწლოვანის თქმით, მომხდარის დაპირისპირების ამსახველი რამდენიმე ვიდეო არსებობს, რომელიც მისმა მეგობრებმა გადაიღეს.

წყარო - "რადიო თავისუფლება"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×