დახურვა
სტილი
19.07.2023

18 ივლისს, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში" მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი აუზში დაიხრჩო, სასტუმრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც სასტუმროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, სასტუმროს ტერიტორიაზე კი შეჩერებულია გასართობი და მუსიკალური აქტივობები და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება:

„სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი" და მისი თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ შეძრა, როგორც მოსახლეობა, ასევე სასტუმროს ადმინისტრაციის თითოეული წევრი და სტუმარი.

აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, მიწოდებულია ვიდეო მასალა და მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა. სასტუმროს ტერიტორიაზე შეჩერებულია გასართობი და მუსიკალური აქტივობები და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება", - აღნიშნულია სასტუმროს ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×