დახურვა
სტილი
26.07.2023

აგვისტოს ცალკეულ დღეებში, საქართველოში ტემპერატურამ, შესაძლოა +40 გრადუსამდეც მიაღწიოს - ამის შესახებ "რუსთავი 2-თან" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ ისაუბრა.

"აგვისტოს თვის პროგნოზით, საშუალო ტემპერატურა გაიზრდება 2 გრადუსით. ცალკეულ დღეებში, შესაძლოა, ტემპერატურამ +39 +40 გრადუსს მიაღწიოს.

წვიმა მოსალონდელია ნორმის ფარგლებში და ზოგან ნორმაზე მეტი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა იყოს სეტყვაც. ივნისთან და ივლისთან შედარებით წვიმა იქნება ნაკლები," - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×