დახურვა
სტილი
29.07.2023

თბილისში, გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია.

ირკვევა, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზინა.

სავარაუდო დამნაშავეები პოლიციამ უკვე დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და არც მართვის უფლება ჰქონდა.

„ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მილებს დაეტაკა, ახალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. ძალიან ჩქარა მოდიოდა..." - ამბობს თვითმხილველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×