დახურვა
სტილი
04.08.2023

მარიეტა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შოვის სტიქიას ეხმაურება.

"ჩვენს შორის არიან გმირები, რომლებიც არ ჩანან, და ასე ტოვებენ 2 შვილს,ფეხმძიმე ცოლს და მიდიან სხვისი შვილების და ოჯახის წევრების გადასარჩენად.

რესტორან "ქალაქურის" პროფესიონალი ვიდეო-გადამღები ზურა ნემსიწვერიძე და მისი მეგობრები, თავისი დრონით და უდიდესი ენთუზიაზმით გაიმარჯვებენ სიცოცხლით-სიკვდილზე", - წერს მარიეტა ჩუბინიძე.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.

სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×