დახურვა
სტილი
07.08.2023

პოლიციელი, რომელიც შოვიდან ახალი ჩამოსული იყო, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.  გარდაცვლილი 48 წლის მირიან ჭელიძეა.

„ადგილობრივის თქმით, შოვიდან ჩამოსული პოლიციელი დაიღუპა ნაკიეთში... როგორც ამბობენ, გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესს... ნათელში იყავი გმირო“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ძმის გარდაცვალების შესახებ წერს მირიანის და, ნინო ჭელიძე.

„ეს რა დილა გამითენე ჩემო პატარა და დიდგულიანო ბიჭო...“ - წერს ნინო.

ცნობისთვის, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×